"არ გაიპრანჭოთ, რომ არც ერთი არ მოგწონთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. პრეზიდენტმა კითხვას ვის მისცემს ხმას, არაერთი მცდელობის მიუხედავად არ უპასუხა.

"იცით როგორ მიგყავთ საქმე? ის გამოთქმა, რომ არის, ქალის სახელს ვერ გათქმევინებო და ვერა - ვერ მათქმევინებთ. მე გამოვიყენებ ჩემს ბილეტენს და მოვუწოდებ ყველას ვისაც ჩემი სჯერა, მიდით არჩევნებზე. არ გაიპრანჭოთ, რომ არც ერთ არ მოგწონთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე" - განაცხადა პრეზიდენტმა "რეაქციაში".