აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმის ე.წ. საქალაქო კრების მიერ დანიშნული რეფერენდუმი გააუქმა. მის მიერ ამასთან დაკავშირებით სამშაბათს გამოცემულ „განკარგულებას“ შესაძლოა აფხაზეთში ვითარების გამწვავება მოყვეს.
დაპირისპირების საგანი სოხუმის მერის თანამდებობაა. დღეისათვის „სოხუმის მერის“ დანიშვნის და მოხსნის უფლება აქვს დე ფაქტო პრეზიდენტს, თუმცა ეს გადაწყვტილება მან ფორმალურად „საქალაქო კრებას“ უნდა შეუთანხმოს. „სახალკო კრება“ კი მიიჩნევს, რომ ეს თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს და ამ საკითხზე 2019 წლის მარტში „რეფერენდუმიც“ დანიშნა.
მოჰყვება თუ არა ხაჯიმბას გარადწყვეტილებას საპროტესტო აქციები? შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერხერობით ვითარების გაწვავება არაა მოსალოდნელი.
„ხაჯიმბას ეშინია ხელისუფლების ვერტიკალის დაკარგვის და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მართალია მაღლა დგას საქალაქო კრების გადაწვტილებაზე, თუმცა საქალაქო კრებას შეუძლია დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულება რეფერენდცმის ჩატარების გაუქმების თაობაზე გასაჩივროს, უფრო მეტიც, ამას მოჰყვეს საპროტესტო აქციები. ზოგადად საზოგადოებაში არის მღელვარება და დუღილი ხელისუფლების ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა სერიოზული დაძაბულობა უფრო გაზაფხულზეა მოსალოდნელი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.