იუნა შაფათავა ქართლის დედად, ირმა ინაშვილი - წმინდა სინოდის წევრად, ნინი ქარსელაძე - საქართველოს ისტორიის ჟამთააღმწერლად დავნიშნოთ

იუნა შაფათავა ქართლის დედად, ირმა ინაშვილი - წმინდა სინოდის წევრად, ნინი ქარსელაძე - საქართველოს ისტორიის ჟამთააღმწერლად დავნიშნოთ

ბლოგერი გურამ შეროზია, სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერის, მომღერალი სოფო ხალვაშის ბათუმის მერის მოადგილედ დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმაურება. შეროზიამ ზურაბიშვილის მხარდამჭერი ცნობილი სახეებიც თანამდებობებზე "დანიშნა“.

"იუნა შაფათავა - ქართლის დედად, თიკა ჯამბურია - კულტურის მინისტრად, ნინი ქარსელაძე - საქართველოს ისტორიის ჟამთააღმწერლად, მიშა მესხი - კომაროვის სკოლის დირექტორად და ფიზიკა-მათემატიკის დარგში ასოცირებულ პროფესორად. ირმა ინაშვილი - წმინდა სინოდის წევრად, 20 ლარად მოსყიდული ამომრჩეველი - სოფლის მეურნეობის მინისტრებად, რიგ-რიგობით. ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები - ფრენკ და ნენსი სინატრებად, ჯგუფი ფორტე - ვია გრა და ვალერი მელაძედ, ზურა ყიფშიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. პრადჟენიე სლედუეტ, რაზ, დვა, ტრი, პაეხალიიიი“, - წერს გურამ შეროზია.

შეგახსენებთ, დღეს მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ხალვაში სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია.