პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
,,ერთი დღე დარჩა ფაქტიურად, ისტორიულ არჩევნებამდე, ისტორიული არჩევანია 28-ში, რადგან ჩავრჩებით თუ არა ჭაობში, მივიღებთ თუ არა რუსული კორუფციული, ოლიგარქიული სივრცის ქვეყანას, დავაბრუნებთ თუ არა 90-იანი წლების ბანდიტიზმს, რომელიც პრინციპში უკვე დაბრუნდა( ახლა “ბეჭდით”- დასტურით უნდა გაფორმდეს) დავთანხმდებით თუ არა ქვეყნის ოკუპანტისთვის გადაბარებას!!! ერთიდაიგივე სახეები – (ჯგუფი) 27 წელი დაატარებენ ამ ქვეყანას ერთ წრეზე, ძარცვავენ ბიუჯეტს , ლობირებენ ბიზნესს, ამ ყველაფრით ანადგურებენ ეკონომიკას, სოფელს და გამომდინარე აქედან ქალაქს, ქვეყანა წლებია, ამ წურბელების გამო არ ვითარდება და ჭაობშია, ამ ხელისუფლებამ, კიდევ უფრო “გააღვიძა” 90-იანების, მიძინებული “პოლიტიკური გვამები”, რომლებსაც დიიდი წვლილი მიუძღვით, საქართველოს განვითარების შეფერხების “საქმეში”, ახლა მარიხუანის საწარმო შესთავაზეს ქვეყანას (ესეც გაგვიბედეს)- რაღაც ხომ უნდა შევცვალოთ?! ჰოდა პირველი ნაბიჯი 28 ნოემბერს უნდა გადავდგათ, პროფესიონალი, უმაღლესი რანგის დიპლომატის არჩევა, რომელსაც დიდი სახელი აქვს, როგორც პროფესიონალს საერთაშორისო არენაზე და გამომდინარე აქედან, უპატრონებს , ამ სრულიად უპატრონოდ მიტოვებულ და ხელისუფლებისგან გაძარცვულ ქვეყანას! საქართველო იმსახურებს განვითარებას სახელმწიფოებროვად, ეკონომიკურად, წალკოტი გვაქვს და რას დაამსგავსეს (კორუფციონერმა პოლიტიკანებმა წლების მანძილზე), ამ ხელისუფლების მაგვარი ” სტაგნაციური” და თაღლითური ხელისუფლება მე არ მაგონდება. არ დავთმოთ ქვეყანა! არ დავთმოთ დამოუკიდებლობა! არ მოვაბრუნოთ 90-იანების “კორუფციული ბანდა”! ხმა მივცეთ საქართველოს პროგრესსა და განვითარებას! დღეს, მდიდარ კორუფციონერებსა და ღარიბ , უფრო სწორად თაღლითების მიერ გაღარიბებულ მოსახლეობას შორის “პოლიტიკური ბრძოლაა”- ჩვენმა შვილებმა, განვითარებულ საქართველოში უნდა იცხოვრონ, მოხუცებს მშვიდი და უზრუნველი სიბერე უნდა ჰქონდეთ- გადავდგათ ერთი ნაბიჯი ამ ყველაფრისკენ- მხარი დავუჭიროთ, განათლებულ, გონიერ პროფესიონალს, რომელსაც ბრწყინვალე ოჯახი ჰყავს და ეს ადამიანები, იღწვიან და მთელი ცხოვრება საქართველოსთვის შრომობენ- მათი სახელი და გამოცდილება, დიდად გამოადგება ჩვენს ქვეყანას – ჯარს, ჭკვიანი მთავარსარდალი ეყოლება! არ მივცეთ ხმა რუსეთის მიერ შემოგდებულ რენეგატ- ზურაბიშვილს, არ ჩავტოვოთ ქვეყანა და ჩვენი შვილები ჭაობში. ჩემი ხმა გრიგოლ ვაშაძეს! საქართველოს განვითარება და რეფორმები სჭირდება!! აბა თქვენ იცით, ჩემო მეგობრებო, აბა თქვენ იცით, თქვენ გენაცვალეთ!♥️ცვლილებებია საჭირო, ეს შანსი ქვეყანამ არ უნდა გაუშვას!!!”- წერს თაკო ჩარკვიანი.