გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი 1%-იც არ არის - ამის შესახებ ყოფილმა ლეიბორისტმა და "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძისკენ წამოვიდა გამწარებული ხალხის ხმები. ვაშაძე არამც თუ პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მისი პირადი რეიტინგი 1%-იც არ არის. ყველაფერი გამიგია ქვეყანაზე, მაგრამ ვაშაძე რეიტინგი არ გამიგია”, – განაცხადა “ხალხის პოლიტიკაში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37% დააგროვა. ვაშაძე გამარჯვებისთვის იბრძვის. არჩევნების მეორე ტურში საქართველომ არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.