პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და ახლა "ქართული ოცნების" კრიტიკით გამოირჩევა, შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
"ყველგან, სადაც მიმუშავია, სიმართლეს ვეძებდი და პერსონალიის ინტერესები არ მაინტერესებდა. ივანიშვილთანაც კი, სადაც სრულიად ცხადი სამუშაო სივრცე მქონდა, რისიც მჯეროდა, იმას ვაკეთებდი და სანამ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, მანამ ვცდილობდი. როცა სხვა აზრი გამიჩნდა, კიდეც წამოვედი. ათობით სამსახური მაქვს გამოვლილი და ვერავის დავადანაშაულებ, რომ ვინმეს პერსონალური ინტერესებს ვიცავდი, ვერც დამქირავებელს და ვერც საკუთარ თავს. შეიძლება ზოგჯერ ვცდებოდე, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მჯერა.
არსებობს სამსახურები, სადაც ბევრი პრობლემა იყრის თავს, განსაკუთრებით კრიზისების დროს. დაქირავებულის მადლიერიც უნდა იყო, მადლობასაც ეუბნებოდე და პარტნიორობდე. პერსონალური კომუნიკაციები კიდევ ცალკე თემაა, ამას გარდა როცა სხვადასხვა დონის მენეჯმენტი საკმარისად ვერ მუშაობს, იქაა ბევრი წყენაც, გაუგებრობაც, მართალიც და არამართალიც", - წერს გამზარდია.