მესტიისკენ მიმავალი ბიძინა ივანიშვილი გზად სოფელ ლატალში შეჩერდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. "ხელისუფლება ვალდებულია მოემსახუროს ხალხს და ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეს,"-განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ლატალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ბრძოლაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. სწორედ სოფელ ლატალიდან იყო წარმოშობით სანდრო გირგვლიანი. ადგილობრივებმა კოალიციის ლიდერს სანდროს წინაპრების საფლავზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მთელი სოფელი დარაზმული და ერთსულოვანია უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.