გილოცავთ გიორგობას, მალე ჩამოვალ საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

გილოცავთ გიორგობას, მალე ჩამოვალ საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

"გილოცავთ გიორგობას, მალე ჩამოვალ საქართველოში!“ - ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს.  

აღნიშნული მიმართვა ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მიმართვაში სააკაშვილი ასევე საუბრობს "ვარდების რევოლუციაზე", როგორც მონაპოვარზე და ქართველი ხალხის გამარჯვებაზე. 

"15 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული. ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე იყო დაუმარცხებელი.  რომ ეს სისტემა იყო მუდმივი, რომ ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა არანაირი პერსპექტი წინსვლის. მაშინ ხალხმა ამ  უიმედობას ხაზი გადაუსვა. "ვარდების რევოლუციამ’’ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე, საქართველომ ირწმუნა თავისი ძალა",  - აცხადებს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, "ვარდების რევოლუციიდან" 15 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაიჯერა, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლებოდა. ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის ხანა მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანმა მმართველობამ შეცვალა.