შეხვედრა მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა. ადგილობრივებმა ბიძინა ივანიშვილს რაიონში არსებული პრობლემები გააცნეს. ჭუბერის თემში, რომელიც 11 სოფელს აერთიანებს, არ არის ამბულატორია და მოსახლეობა უკვე წლებია სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი. საავადმყოფოს მშენებლობის მოთხოვნით მათ მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სოციალური პრობლემებისადმი ყურადღების მისაქცევად ჭუბერის მოსახლეობამ გასულ წელს გზაც გადაკეტა, მაგრამ ადგილობრივთა განცხადებით, პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხელისუფლებამ მათ სამართალდამცავები დაუპირისპირა.