შაკო კუჭაშვილი: ჩვენთან ოფისში მეგის ქარდავას მიერ სასტიკად ნაწამები ქალი მოვიდა...

შაკო კუჭაშვილი: ჩვენთან ოფისში მეგის ქარდავას მიერ სასტიკად ნაწამები ქალი მოვიდა...

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ეჰჰ.. ამათ კიდევ დაბრუნება რომ უნდათ..

დღეს ჩვენთან ოფისში მეგის ქარდავას მიერ სასტიკად ნაწამები ქალი მოვიდა, (რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ) ჯერ სხვებს გაესაუბრა და შემდეგ მივედი და შემზარავი დეტალების შესახებ მეც ვკითხე: ქარდავა მას აიძულებდა მისი გადაფურთხებული აელოკა, ქარდავა მას ურტყავდა და სიგარეტს ტანზე აწვავდა (მითხრა რომ იარები კვლავაც აქვს ტანზე) ასეთი მეთოდებით მიაცემინეს მას ჩვენება, ამ ყველაფერში ყველაზე დრამატული და შემზარავი ის იყო რომ ციხეში მისულ ქალბატონს მუცელი მოეშალა...

ფეხმძიმე ქალბატონს აწამებდა ეს არაკაცი! ქვეყანას მომავალი მოუკლა ამ ნაბიჭვარმა!

და ახლა გამოდის ვაშაძე და უნდა შევიწყალოვო...

ამ ქალის სიტყვებმა ბრძოლის უნარი გამიათმაგა! ესენი ვერ დაბრუნდებიან!“ - წერს შაკო კუჭაშვილი.