მამუკა გამყრელიძე - არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს

მამუკა გამყრელიძე - არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს

არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!

ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა , გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის   გადაცემა ,, განსხვავებულ აქცენტებში" ერთერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც  გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.