ვეტერანების აზრით, დაუშვებელია საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება, ამიტომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებენ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.
ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონი ოლეგ ზურაბიანი და კავშირის მმართველი საბჭო ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ალექსი დავითაშვილის, საქართველოს ფალავნის გივი კახაბრიშვილის, თბილისის ტურნირის გამარჯვებულის ბერდია გუგავას სახით, მოუწოდებენ სპორტულ საზოგადოებას მივიდნენ არჩევნებში და გააკეთონ სწორი არჩევანი.