ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი მოსახლის, ქეთევან ფრიდონაშვილის ოჯახს ესტუმრა. ქალბატონი მარტოხელა პენსიონერია და ხელისუფლებისგან უყურადღებოდ მიტოვებული, წლებია სიღარიბეში ცხოვრობს.