“ბიძინას გვერდით მდგომთაგან ზოგი იდიოტია, ზოგი ფულზე გაგიჟებული და ატყუებენ ამ კაცს” - სიხარულიძე

“ბიძინას გვერდით მდგომთაგან ზოგი იდიოტია, ზოგი ფულზე გაგიჟებული და ატყუებენ ამ კაცს” - სიხარულიძე

"ბიძინა ივანივშილის ინტერვიუდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გულით უნდა ქვეყანაში შექმნილი ვითარება გამოასწოროს და ამისთვის ძალიან მონდომებულია.

"რადგან ასე გულით უნდა და მონდომებულია, ალბათ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაუჯეროს" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

"ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია, შენ რომ ფულს რუსეთში იშოვი და თანაც ამ ფულს გამოიტან, ჭკვიანი ადამიანი ხარ. შეიძლება ჭკვიანი იყო, მაგრამ შერჩევა არ იცოდე.

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ხალხი, რომელიც ბიძინას გვერდით არის, ზოგი იდიოტია, ზოგი ფულზე გაგიჟებული და ატყუებენ ამ კაცს, მეცოდება მაგათ ხელში.

"მე მას პატივს ვცემ და მინდა, რომ მის გვერდში პატიოსანი და სამშობლოს მოსიყვარულე ხალხი იყოს; იმათ უნდა ანდოს საქმე, ქვეყანას რომ გადაარჩენს.

"არადა მეორე ტურის წინაც ისევ ის ხალხი ჩანს, რომლებიც საზოგადოებას აღიზიანებს. რაც შეეხება მის ინტერვიუს, დამრჩა შთაბეჭდილბა, რომ გულით უნდა მდგომარეობა გამოასწოროს და ძალიან მონდომებულია.

"რადგან ასე გულით უნდა და მონდომებულია, ვფიქრობ, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაუჯეროს"- აცხადებს "რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.