“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები” – სალომე გოგიაშვილი

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები” – სალომე გოგიაშვილი

"ჩემი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ღიად ვამ­ბობ ამ მთავ­რო­ბა­ზეც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს.ბევ­რმა არას­წო­რად გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე, ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ცუ­დად წა­რუ­ძღვნენ საქ­მეს, მაგ­რამ დღეს მე არ მე­ში­ნია ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის, ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის. არ მე­ში­ნია, რომ ვი­ღაც ღა­მით და­მად­გე­ბა თავ­ზე და მთელ ჩემს ქო­ნე­ბას გა­და­ი­ფორ­მებს", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა სალომე გოგოიაშვილმა განაცხადა.

"ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი უმა­დუ­რო­ბაა. ის დრო რომ და­აბ­რუ­ნო, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­ბე­დავ­დნენ სტა­ტუ­სე­ბის ასე თა­მა­მად წე­რას ან ხმის ამო­ღე­ბას? ახ­ლან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გამო არც თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი, არც სამ­სა­ხურს, არც მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას. ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის ის, რომ მშვიდ, ბედ­ნი­ერ, ლაღ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც არ შე­მე­შინ­დე­ბა დიქ­ტა­ტო­რე­ბის.

ბიძინა ივანიშვილი არა­მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რმა უცებ ყვე­ლა­ფერს გა­და­უს­ვა ხაზი. ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­მი­მარ­თა, და­მეხ­მა­რა... ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა თუ მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა", - აღნიშნა გოგიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.