გლდანში ია მეტრეველსა და ერთ-ერთ ქალბატონის შორის დაპირისპირება მოხდა -

გლდანში ია მეტრეველსა და ერთ-ერთ ქალბატონის შორის დაპირისპირება მოხდა - "პოლიტიკური გამყიდველი ხარ"

ახმეტელის თეატრთან მოძრაობა „არა ნაციზმის" წარმომადგენლები და ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა, კერძოდ კი ერთ-ერთი ქალბატონი ახმეტელის თეატრთან შეკრებილებთან მივიდა და ია მეტრეველს პოლიტიკური გამყიდველი უწოდა.

მეტრეველმა ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა და ბრალმდებელ ლამზირა მიქიაზე განაცხადა, რომ ის ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

მოძრაობა „არა ნაციზმს" „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და მმართველი გუნდის მხარდასაჭერად ოპოზიციურ პარტიას უპირისპირდება.