პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, ფეისბუქზე ვალების განულებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"როგორც მათემატიკოსმა (პირველი დიპლომი) გამოცხადებული 1.5 მილიარდი გავყავი მშპ-ზე და მივიღე არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი - 3.7%. ამდენის გადახდას ვერც ბიუჯეტი რომ ვერ აუვიდოდა და ვერც რომელიმე ბანკი ისედაც ცხადი იყო და უფრო ცხადი გახდა ამ ელემენტარული მოქმედების (გაყოფის) შემდეგ.
ახლა ირკვევა რომ საქმე ეხება გაცილებით ნაკლებ თანხას, სულ რამდენიმე მილიონს. ეს ლოგიკურიცაა, სალომე 1.5 მილიარდი ნამდვილად არ ღირს და რაც უფრო მალე გაიგებს ამას "ოცნებაში" ყველა, მით უკეთესი მათთვის. ის კი არა, "ოცნებისთვის" სალომეს გაპრეზიდენტება გაცილებით უარესი იქნება (მერამდენედ ვიმეორებ).
რას მოიტანს ეს ვალების განულება ამას ვნახავთ. ინტერესით ველი შედეგს რომელიც არ გამოვრიცხავ რომ ასევე ნულოვანი იყოს" - წერს შარაშენიძე.