მტკნარი სიცრუეა, რომ ირაკლი ბრუნდება პოლიტიკაში და თან ჩვენს პარტიაში, - თაკო ჩარკვიანი ალასანიაზე

მტკნარი სიცრუეა, რომ ირაკლი ბრუნდება პოლიტიკაში და თან ჩვენს პარტიაში, - თაკო ჩარკვიანი ალასანიაზე

„თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მისი თანაგუნდელებმა პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი შეიძლება იგი ვიხილოთ ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის შექმნის ინიციატივითაც ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოდის, ან პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ ახალ პარტიაში „კანონი და სამართალი". ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „რეზონანსი" პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა.

„ეს არის თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია. ირაკლი ჩემი მეგობარია და მას დიდი პატივს ვცემ, მაგრამ არანაირი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია და ვიცი, რომ იგი უახლოეს პერიოდში პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. თუ დაბრუნდება, რას გააკეთებს ან როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, წარმოდგენა არ მაქვს.

„რაც შეეხება პარტიას „კანონი და სამართალი", არჩევნების შემდეგ ვაპირებთ ჩავატაროთ პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოება იხილავს ახალ სახეებს და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩვენს პარტიაში. ასევე დავიწყებთ მზადებას ყრილობისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.