"გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი ხალხი ზის, სულ პატარა ბიძგია საჭირო, არჩევნების შემდეგ, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყოს!", - ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე.
90 წელს მიღწეული მსახიობი ამბობს თუ რატომ არის მისთვის წარმოუდგენელი "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.
"როგორც ჩემი შვილიშვილის იმედი მაქვს, რომ მომხედავს, ისე მაქვს სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ საქართველოს მიხედავს. იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ. მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და რაღას მოვესწრები, მაგრამ ერთდერთი, რასაც მინდა მოვესწრო, ჩემს ქვეყანაში მავთულხლართები აღარ არსებობდეს! ეს მავთულხლართები არის დაცინვა, სადიზმი, ფაშიზმი და ყველა სისაძაგლის უმაღლესი გამოხატულება!
"ჩვენ თვითონ შევადაროთ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე და დასკვნები მერე გამოვიტანოთ! სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავად იყო საფრანგეთში, მაგრამ საქრთველოში დაბრუნდა და უამრავი რამ გადაიტანა. გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ემსახურებოდა და ისევ რუსეთი ენატრება! ამისთნა კაცი დაჯდება რუსეთთან და ეტყვის ჩემი ტერიტორიები დამიბრუნეო?
სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ვიცი, ამას რომ გააკეთებს! როდესაც სალომეს მთაწმინდის მაჟორიტარად ირჩევდნენ, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, საპრეზიდენტო ქალია-მეთქი", - ამბობს მსახიობი "კვირის პალიტრასთან".