"მატყუარა ხარ, მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის. მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ", - ასე მიმართა საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ ლევან ხაბეიშვილს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რიმა ბერაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტის გახსენებამ, რომ მას „ქართული ოცნების" კოორდინატორმა უჩივლა.
„მქონდა კონსტრუქციული კითხვები, რომელზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ, მათ შორის, ქალბატონი რიმას ისტერიკა. რატომ ჩავარდნენ ისტერიკაში? რიმა ბერაძის აგრესია გამოიწვია იმან, რომ გაახსენდა, რომ პასუხები არ აქვთ და გაახსენდა, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორმა რამდენიმე დღის წინ უჩივლა. „რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ბერაძეს პირდაპირ ადანაშაულებს მისი კოორდინატორი კონკრეტული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაში. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, რომ თავისმა კოორდინატორმა დაადანაშაულა ბერაძე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.