„ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. თამაზ ნავერიანი მარნეულში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. დეპუტატმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს.
მან წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს პრემიერ ბახტაძის ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტი მოქალაქესთვის საბანკო დავალიანების განულებას ეხება.
როგორც თამაზ ნავერიანმა შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის გადაწყევტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს მძიმე ტვირთს მოუხსნის და ვალებისგან გაათავისუფლებს.
„ინიციატივა იმ ადამიანებს შეეხება, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2000 ლარამდე აქვს დარჩენილი. ჩვენი მთავრობის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, დავალიანება გაუნულდება მოვალეთა სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ს“- განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივინიშვილის მიერ გაცემულ დაპირებებზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბანკო დავალიანებისა და ჭარბვალიანობის შესახებ ყურადღება პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა.
თამაზ ნავერიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მართავს.