სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ნინი ჭელიძე შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
"ამ დილით ჰოლანდიაში გამოიცა მსოფლიოს მარკების ისტორიაში მეორე პოლიტიკური ქართული მარკა ("ქართული ოცნების" შემდეგ) ტირაჟი 700 ცალი. ბოდიში ჩემს სამშობლოსთან, მეტი ვერ შევძელი ამჯერად... ეს იყოს ჩემგან ქალბატონ სალომეს გამარჯვების საჩუქარი!
ზეგ უსახელო და სინდისაყრილი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ჰოლანდიაში საკუთარ მისამართზე მიიღებს კონვერტს, რომელზედაც გამოსახული იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტის სურათით საფოსტო მარკა! ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები კი მომეხმარებიან,რომ ამ ქართულ ტექტიანმა საფოსტო მარკამ ერთ კვირაში მთელი ევროპა და ამერიკა მოიაროს!“ - წერს ნინი ჭელიძე.