ბიძინა ივანიშვილი ხვალ

ბიძინა ივანიშვილი ხვალ "იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემის "პირისპირ“ სტუმარი 22:00 საათზე იქნება.

ყოფილი პრემიერი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რის შეცვლას გეგმავს ერთი წლის განმავლობაში, ასევე არსებობს თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე და რატომ დადგა საქართველო პრინციპული არჩევანის წინაშე.