მამუკა ბახტაძე: საბიუჯეტო თანხებიდან თეთრი არ იხარჯება, თანხას გადაიხდის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“

მამუკა ბახტაძე: საბიუჯეტო თანხებიდან თეთრი არ იხარჯება, თანხას გადაიხდის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად  ფონდი ‘’ქართუ“  600 ათას მოქალაქეს საბანკო დავალიანებას დაუფარავას.

პრემიერმა  პირველი არხის გადაცემაში ‘’პრეზიდენტის არჩევნები 2018“ კატეგორიულად უარყო ოპონენტების მოსაზრება, რომ საბანკო დავალიანებები ბიუჯეტიდან დაიფარება.

„ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მოსაზრება, რომ თითქოს საბიუჯეტო თანხები იხარჯება ამ ინიციატივაზე. ერთი თეთრი არ იხარჯება. პროცესის აქტიური მონაწილე გახლავთ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც გამოისყიდის და გადაიხდის იმ თანხას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება იქნეს განულებული 600 ათასი მოქალაქისთვის.

მოთამაშეების უმრავლეს ნაწილთან ეს შეთანხმება უკვე შედგა. მასში უამრავი ნიუანსია. დღეს კონკრეტულ ციფრებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი ის, რომ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გადაიხდის იმ თანხას, რომ ეს უზარმაზარი დავალიანება გაუნულდეთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ბახტაძის განცხადებით, დღეს დაახლოებით 600 000 მოქალაქეა ე.წ. შავ სიაში. ამ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც ჯამში მილიარდნახევარ ლარამდეა, 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ