დიპლომატიური სკანდალი (VIDEO)

დიპლომატიური სკანდალი (VIDEO)

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -- საქართველო" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო, საქართველოთი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის "იმეილებს" უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას.