ნაცმოძრაობამ” საარჩევნოდ შავი ფული ჩამოიტანა?!  (ვიდეო)

ნაცმოძრაობამ” საარჩევნოდ შავი ფული ჩამოიტანა?! (ვიდეო)

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლების მობილიზების მიზნით „შავი ფული“ ჩამოიტანა.

თანხის ტრასპორტირება, რომელიც სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მოსყიდვისთვის არის განკუთვნილი, ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა ალექსანდრე ქობალიამ და რუსლან შამახიამ განახორციელეს.

შამახია და ქობალია ქვეყნიდან 18 ნოემბერს გაემგზავრნენ და საქართველოში დღეს გაამთენიისას დაბრუნდნენ. აეროპორტში მათი ჩამოსვლის კადრები „კვირამ“ ექსკლუზიურად გადაიღო, და ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზებზე დაუსვა კითხვა. თუმცა მათ ვრცელ პასუხებს თავი აარიდეს.

ალექსანდრე ქობალია 2006 წელს დაინიშნა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე და ის აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა. ქობალია ამჟამადაც ღიად აფიქსირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას. იგი პირად ფეისბუქ პირად გვერდზე აქტიურადაა ჩართული გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაში. ქობალია ასევე არის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ალექსანდრე ქობალიამ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისის საერთაშორის აეროპორტის საშუალებით დატოვა ქვეყანა და ბუდაპეშტში გაემგზავრა.

რაც შეეხება რუსლან შამახიას ი2007-2009 წლებში იგი იყო შს სამინისტროს ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლიდან იგი დაინიშნა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს(შემდგომში მთავარი სამმართველოს) უფროსის თანამდებობაზე, ამავე თანამდებობიდან კადრების ვადის გასვლის გამო იგი 2013 წლის15 აპრილს დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შამახია სამეგრელოში ე.წ. სამალავების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაშიც იმყოფებოდა. შამახია ქობალიას მსგავსად აქტიურად უჭერს მხარს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მის ყოფილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით მას წინა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთ ბინძურ საქმესთან უნდა ჰქონოდა შემხებლობა ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. რუსლან შამახიამ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისის საერთაშორის აეროპორტის საშუალებით დატოვა ქვეყანა და ისიც ბუდაპეშტში გაემგზავრა.