დავალიანების განულებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას ექსპერტი გია ხუხაშვილი მთლიანად მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. ხუხაშვილის მოსაზრებით ქართული ოცნება ისტერიკაშია და სახეზეა პოლიტიკური აფექტის მდგომარეობა.
„თვითონ ჩაიგდეს თავი ისტერიკაში და ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში მუშაობენ ახლა. ერთში იხდიან ათს და რატომ იხდიან გაუგებარია, მე ვფიქრობ, რაღაც ირაციონალური შიშები და ფობიები აწუხებთ და აქედან გამომდინარეა ყველაფერი. თუმცა გასაკვირი არაა, ვინაა დღევანდელი ქართული ოცნების ელიტა? ბუჩქებიდან გამომძვრალი ადამიანები, რომლებსაც არც არასდროს უბრძოლიათ და მიშასი ეშინოდათ , როცა ხელისუფლებაში იყო და ახლაც ეშინიათ მისი აჩრდილის და ყოველთვის შეეშინდებათ.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა რ2-თან საუბარში.