"ოთხშაბათიდან, ხუთშაბათიდან აპირებენ ვიდეოების გაშვებას. ეს მოშე არის აფერისტი" - სააკაშვილი თავის სტილშია

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში მმართველი გუნდი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს.

ისრაელიდან ჩამოყვანილი პიერტექნოლოგი - მოშე აპირებს "ფეიკნიუსების" გავრცელებას.  

"ოთხშაბათიდან, ხუთშაბათიდან აპირებენ ვიდეოების გაშვებას, მონტაჟების გაშვებას, ყალბი ნიუსების სპეციალისტი, რომ ხალხი დაიშოკოს. ეს მოშე არის აფერისტი, მასზე არის სისხლის სამართლის საქმე რუმინეთში, ისინი სკანდალით გამოყარეს ავსტრიიდან. როგორ ეზიზღებათ ქართველი ხალხი, რომ ისრაელიდან ჩამოიყვანეს ტვინის გამორეცხვის სპეციალისტი", - უთხრა სააკაშვილმა "კურიერს".