“თქვენი სახე აჩვენა გურგენიძის მიკროსაფინანსომ, ნაცებო, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე“

“თქვენი სახე აჩვენა გურგენიძის მიკროსაფინანსომ, ნაცებო, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარინა შენგელია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„აბა, ეხლა მართლა დადუმდით და მომისმინეთ ნაცებოოო. 4 თვეა რეგიონებში დადიხართ და ქსეროასლებზე აწერინებთ ხალხს ხელს ვალებს დაგიფრავთო. ეს არ იყო მოსყიდვა და დიდი აფიორა ხალხს უსინდისოდ რომ ატყუებდით? რა თქვენც გაქვთ ფონდი "ქართუ"? სააიდან უფარავდით ან ქსეროქსზე ხელმოწერილ დოკუმენტს რაა იურიდიული ძალა აქვს?! ჩაგიტარათ ბიძინამ გვერდული! დაგამარცხათ მიწაზე როგორც 2012 წელს. მოემზადეთ 28-შიც დაენარცხდებით.

თქვენი სახე ბოლომდე ხომ აჩვენა თქვენივე პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის მიკროსაფინანსომ, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე. ეს არის თქვნი სახე! ბოროტების მთავრობა იყავით და ბოროტებად დარჩით. აწი თქვენი ზღაპრები - გამოვსწორდითო, ,ერთმანეთს მოუყევით“ - წერს შენგელია.