მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს მიმართავს, ვინც მისი და ჯგუფ ქუჩის ბიჭების მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ნამღერს აქილიკებს.
"გაბოროტებული პოსტების, ადამიანების და ჯგუფების მცდელობა დააკნინონ 25-წლიანი გამოცდილების ჯგუფი-მხოლოდ ნულის ტოლფასია! ამ სიყვარულს დამსახურება უნდა, ხოლო თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაბოროტებული პოსტებით ამ ყველაფერს ვერ გააქრობთ და ვერ წაშლით! იქონიეთ ნამუსი, ყველაფერს აქვს ზღვარი!! ამ ზღვარზე გადმოსვლას და სათუთ თემაზე შეხებას არ გაპატიებთ!!!
მე მიყვარს ჩემი საქმე, ქუჩის ბიჭები და განსაკუთრებით ვაფრენ იმ სიყვარულზე, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველგან და ყოველ წამს ვიღებთ! აი, ზუსტად ამიტომ, 28-ში სიკეთე გაიმარჯვებს
P.S. თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს” – წერს ქარსელაძე.