სოფელ ხაიშში ბიძინა ივანიშვილის მისვლამდე უცნობი პირები ათეულობით სამარშრუტო ტაქსით მოსახლეობის გადაყვანას ახორციელებდა. მათი განცხადებით, რელიგიური დღესასწაული კვირიკობა ახლოვდება და მოსახლეობა სალოცავში გადაჰყავთ. თავად ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ამ ფაქტს ივანიშვილის ვიზიტს უკავშირებენ.