"ეს კაცი ნამდვილი ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან" - სააკაშვილი ივანიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მისი აზრით, შავ სიაში ვალები გაუნულების პროგრამა, ივანიშვილის მორიგი აფერაა.

"მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი უკვე დიდი სიცრუეა, მაქსიმუმ ქართუს ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად. საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა

 ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა" - თქვა სააკშვილმა.