"ხომ გახსოვთ, ჯოხთაბერიძეს როგორ მოვატანინე ფული? ისე მოვატანინებ 2 კვირაში ივანიშვილსაც!"

“ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ.

როგორც კი ვაშაძე მოიგებს მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ და ამასაც მოვატანინებ. გახსოვთ, როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ იყო იუზა თუ რა გვარი იყო… ეგრე იქნება ახლაც", – განაცხადა სააკაშვილმა.