"ებრაელი აფერისტი" - სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანტისემიტურია.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა.