მეც ამსახეთ რა ბილბორდებზე - რომან გოცირიძე

მეც ამსახეთ რა ბილბორდებზე - რომან გოცირიძე

მეც ამსახეთ რა ბილბორდებზე, - აღნიშნული თხოვნით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა.

საუბარია თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ გამოფენილ ბანერებზე, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას!", რომელზეც გამოსახული არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

"ვიღაცას თურმე სოციალურ ქსელში კრიტიკულ სტატიები სწყინს და იმას ვერ ამჩნევთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როცა "ქართულმა ოცნებამ" საშინელი ბილბორდები ჩამოკიდა, რაც საქართველოს საარჩევნო კამპანიის პერიოდში არასდროს მომხდარა. მე ცოტნე დადიანის კუთხიდან ამ უსამართლობას ვერ ავიტან - ძალიან ვთხოვ "ქართულ ოცნებას", იმ პლაკატში ერთი ადგილი მომიძებნეთ და მარჯვენა კუთხეში ჩემი პორტრეტიც გააკარით, რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ თქვენს მიერ ჩადენილი სამარცხვინო აქციის მთელი ხიბლი", - განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

გოცირიძეს პასუხად უმრავლესობიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა მიმართა, რომ თაფლს თავად გაუგზავნის.