“არა, ეს ვალების დაფარვა რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია, ამას ლაპარაკიც არ უნდა… მაგრამ გარდა იმისა, რომ იტყუებიან, სრულიად კონკრეტულ კანონს არღვევენ”

“არა, ეს ვალების დაფარვა რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია, ამას ლაპარაკიც არ უნდა… მაგრამ გარდა იმისა, რომ იტყუებიან, სრულიად კონკრეტულ კანონს არღვევენ”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

არა, ეს ვალების დაფარვა რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია, ამას ლაპარაკიც არ უნდა… მაგრამ გარდა იმისა, რომ იტყუებიან, სრულიად კონკრეტულ კანონს არღვევენ, და ხალხს უჩენენ განცდას: რა მოხდა, თუ კანონი დაირღვევაო. ანუ, ამკვიდრებენ სრულ საართლებრივ გულგრილობას და ნიჰილიზმს. მიზნის მისაღწევად ყველაფერი მოსულა. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ კანონის ხალხის საკეთილდღეოდ დარღვევა კიარა, მოტყუება ყოფილა მიზანი, მაგრამ ბიდლო ხომ დაიჯერებს… თუმც ვინც ამას დაიჯერებს, ის ისედაც ქოცების ამომრჩეველია.

თქვენ რომ დაგერღვიათ, გაპატიებდნენ?

მუხლი 164-​1. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.