“ფეისბუკის” მომხმქრებელი michael nonika სოციალურ ქსელში წერს:
For dummies:
1. “შავი სია” არ არსებობს. კრედიტინფო აწარმოებს როგორც დადებითი ისე ნეგატიური საკრედიტო ისტორიის ჩანაწერებს. ვერ გაუქმდება რაც არ არსებობს.
2. სტატუსი “არის/იყო ნეგატიური” რომც ამოიღონ, არსებობს ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.
3. აღნიშნული ყველას არ შეეხება, საუბარია 1-2 წლის ან უფრო მოძველებულ გადაუხდელ სესხებზე (ძირი – 2000 ლარამდე) ისიც არაუზრუნველყოფილზე, ამიტომ არჩევნების შემდეგ გაიგებთ რომ თურმე თქვენი სესხი ვერ აღმოჩნდა იღბლიანი ლატარიის ბილეთი. ამიტომაა არჩეული 15 დეკემბერი.
არ გამო@ლევდეთ მერე როგორც ახლა.
4. ბანკებს თუ ფინ.ინსტიტუტებს აქვთ ბაზები, საკრედიტო ისტორიები წლების განმავლობაში დაგროვილი ამიტომ “ჩამოწერილები” ნუ იფიქრებთ რომ სესხს ვინმე მოგცემთ კიდევ.
5. 1.5 მილიარდის გადახდაზე ტრანსში ნუ ვარდებით, ამ თანხიდან 80% ჯარიმებია, რომელსაც მოძველებულ სესხებზე ფინანსური ინსტიტუტები ისედაც პატიობდნენ, ანუ რეალურად ეს თანხა ძალიან გაბერილია საარჩევნო დაპირებასავით.
მცირე კალკულაცია:
სავარაუდოდ საუბარია 300-400 მილიონი ლარის ძირზე. 1-დან 2-წლამდე სესხები რომ ავიღოთ პროპორციულად, ვთქვათ 50% არის 2 წლამდე და მეორე ნახევარი 2 წლის ზემოთ. ამომღები კომპანიები ორ წლამდე პორტფელს იყიდიდნენ დაახლოებით 10%-ად, 2 წლის ზემოთ კი მაქსიმუმ 4%-ად. ნუ მთავრობა ამაზე მეტს არ მგონია იხდიდეს.
ანუ 200 მილიონი ლარი X 10% + 200 მილიონი ლარი X 4% = 20მ+8მ= 28 მილიონი ლარის გადახდა მოხდება სავარაუდოდ 1.5 მილიარდ ვალდებულებებზე (ძირი+ჯარიმა+საკომისიოები).
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ფონდი ქართუ გადაიხდის 28 მილიონ ლარს და არა 1.5 მილიარდს.
28 მილიონის გადახდა არჩევნების მოსაგებად ღირს, თუმცა ამას დაემატება სამუშაო ადგილების შემცირება და უპასუხისმგებლობის წახალისება, ეს კი მაგრად ტეხავს.