თითოეული მათგანი საფინანსო ვალდებულებითი თვალსაზრისით სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ არაჩვეულებრივ აქციას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რათა საბანკო სექტორთან ურთიერთობა სიკეთის მომტანი იყოს მოსახლეობისთვის და არა პირიქით. საჭიროა ზუსტი რეგულაციები, რომ არც საბანკო-საფინანსო სისტემა დაკნინდეს და არც მოსახლეობა დაზარალდეს მათგან.
ის პრაქტიკა, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისსაც კი კარგავდნენ და ლამის ცხოვრების პერსპექტივა ეკარგებოდათ სასესხო ვალდებულებების წნეხქვეშ, ეს უნდა დასრულდეს.