როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, "ქართულ ოცნებაში" დიდი საკადრო წმენდა გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის მკვლევარმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვაგვარად, "ქართული ოცნება" ვერ შეინარჩუნებს მდგრადი და საიმედო პარტიის იმიჯს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული.
ბოძაშვილი ფიქრობს, რომ „საპარლამენტო გუნდმა სრულად ამოწურა თავისი საზოგადოებრივი რესურსი, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ გუნდის დიდი ნაწილისა უკვე გაკრეფილია".
„არ მგონია, ივანიშვილმა ამდენი შეცდომა ვინმეს აპატიოს, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ სახეზეა, რომ საპარლამენტო გუნდმა სრულად ამოწურა თავისი საზოგადოებრივი რესურსი, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ გუნდის დიდი ნაწილისა უკვე გაკრეფილია. ამიტომაც, ეს გუნდი სამომავლოდ მოკლებულია პიროვნულ რესურს რაიმე არსებითი გააკეთოს. რა ფორმით მოხდება ეს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით თუ უბრალოდ გუნდის შიგნით ჩანაცვლებით, ეს არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".