"ვიღაცამ რომ ისესხა, გამოიყენა და უკან არ დააბრუნა, იმის ფული უნდა გადავიხადო მე?“

"გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ ინიციატივას ეხმაურება.

“სახელმწიფომ დაფაროს’ ანუ - მე რომ ფული მჭირდებოდა და არ გავრისკე ვალის აღება, და იმ დროს ვიღაცამ რომ გარისკა, ისესხა, გამოიყენა და უკან არდააბრუნა, იმის ფული უნდა გადავიხადო მე? რომ არ გავრისკე იმან? ოქეი, და პედოფილებსაც ‘ჩამოაწერენ’?“, - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგორ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას წაუყენა მოთხოვნა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მთავრობის მიერ მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად ამოღებულ იქნან მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის მთავრობამ შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში.