3 დეკემბრიდან მოქალაქეები სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გადაამოწმებენ გაუნულდათ თუ არა სესხი

3 დეკემბრიდან მოქალაქეები სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გადაამოწმებენ გაუნულდათ თუ არა სესხი

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მოქალაქეები სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გადაამოწმებენ,  გაუნულდათ თუ არა სესხი.

“ბაზები შეჯერდება და ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი დაახლოებით, 3 დეკემბრისთვის იქნება. სწორედ ამ დღიდან შეძლებენ მოქალაქეები გადაამოწმონ, გაუნულდათ თუ არა სესხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.