"ოპტამ იყიდა არჩევნები" - სოციალურ ქსელში ე.წ. შავი სიების გაუქმებას ეხმაურებიან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მათგანი ხალისობს და ბევრიც გახარებულია ხელისუფლების წინასაარჩევნო გადაწყვეტილებით.

მამუკა ღლონტი(„მაესტროს“ დამფუძნებელი):

„ვინმემ გამოიკვლია იმ 600 000 მევალიდან რამდენმა აიღო ვალი ტოტალიზატორში და კაზინოში სათამაშოდ ან ნარკოტიკების შესაძენად? აი, ამ ტიპებსაც უნდა გადავუხადოთ“?

თამარ ბაღაშვილი (ჟურნალისტი):

„რაც არ გავაფუჭე, ყველაფერი ვინანე.  ვყოფილიყავი შავ სიაში.

სტეფანე მღებრიშვილი(მომღერალი):

„მთავარია, ეხლა ვინც თეთრ სიაშია, არ გაჭედოს და ისე არ აურიოს, რომ შავ სიაში მოხვედრა უნდოდეს“.

ელისო კილაძე:

"თუ ხელისუფლებას უნდა რეალურად დაეხმაროს ხალხს, პრობლემური და ხანდაზმული სესხები კი არ უნდა გაანულოს, იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს მიხედოს და ბანკები გადახდის ოპტიმალურ პირობებზე დაითანხმოს! (თუმცა ბანკების და მთავრობის შეთანხმებას სკეპტიკურად ვუყურებ)

მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში ესაა !

ლექს - სენი(რეპერი)

"თუ 15 დეკემბრიდან შედის ძალაში "ვალების ჩამოწერის"აქცია, მაშინ ავიღოთ ყველამ 2 000 ლიარი და შეგვრჩება კარტოფილი-ხახვივით“.

ირაკლი გაფრინდაშვილი(მწერალი):

"იპოთეკარები ვიკრიბებით ვაკის პარკთან“ .

მაია დარსმელიძე(მომღერალი):

"ხოდა არ გადავიხდი და გადავშავსიავდები“.

ნინო ჯანგირაშვილი(ჟურნალისტი):

"ოპტამ იყიდა არჩევნები. ვ როზნიცუ და დაწვრილმანება, რა პონტია“.

ირაკლი ყურაშვილ ( ჟურნალისტი):

"ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

პ.ს ბოლოს აღმოჩნდება რომ  ხახვზე 2 ლარი რომ დაგაკლდათ და მეზობელ თინიკოს ესესხეთ, ისაა ჩამოწერილი“.