ნიკოლოზ ჩხეტიანი:

ნიკოლოზ ჩხეტიანი: "რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა".

„ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით,  ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში. „ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილებისათვის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართუს" მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ - "რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა".