„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალა ცრა წლის განმავლობაში.