ანდრია  გვიდიანი:  ეს  არის  უპრეცედენტო  გადაწყვეტილება

ანდრია გვიდიანი: ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

ზოგადად,  საბანკო  სექტორში  სამართლიანი  წესების  დამკვიდრებაზე  საუბარი  დიდი  ხანია  მიდის  და  ამ  თემაზე   ჯერ კიდევ მამუკა  ბახტაძე  ფინანსთა  მინისტრობის  დროიდან  საუბრობს. ეს  იდეა ახალი  არ  არის  და   კარგია  რომ   მისი  განხორციების  კონკრეტული  თარიღი  დასახელდა. ეს  არის  სამართლიანი  წესების   გაგრძელება  და  უმნიშვნელოვანესი  ინიციატივა  იმისათვის,  რომ  მოსახლების დიდ   ნაწილს დაახლოებით 600  ატას  ადამიანს ,  ვინც  პრაქტიკულად  ვერ  მონაწილეობდა  ეკონომუკურ  პროცესებში  გააქტიურდნენ და სუფთა  ფურცლიდან  დაიწყონ  ბანკებთან  ურთიერთობა.  მათი  ჩართულობა  ეკონომუკურ  პროცესში    მნიშვნელოვანია. პირადად  ჩემთვის,   ეს  არის  პრობლემის  მოგვარების  სწორი  გზა  და  ვფიქრობ  რომ  მთავრობა  ამ  მიმართულებით  კიდევ  უფრო  მეტს  ნაბიჯებს გადადგამს.  ეკონომიკაში  სამართლიანი  წესების  დამკვიდრება  მოსახლების  დიდ  ნაწილს  საშუალებას  მისცემს განტავისფლდნენ  ვალებისგან  და  აქტიურად  ჩაერთონ  ამ  პროცესში. 

შეგახსენებთ,  რომ  მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება  600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებას ეხება, რომელტაც   გააჩნიათ დავალიანება  ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.