ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
„რუსეთუმეები იჭაჭებიან, აზრი რა აქვს, 150 მანქანა რომ ატოცში ავიდა საოკუპაციო ზოლზეო.
სისხლს ფსამენ.
პუტინის შნირებო, ის აზრი აქვს, რომ ადგილობრივები ხვდებიან, ეს მცოცავი ანექსია მხოლოდ მათი პრობლემა არაა და სახნავ მიწებს არ უკავშირდება.
ოკუპანტები ხვდებიან, რომ მცოცავ ანექსიას არ ვეგუებით და ბევრნი ვართ.
ჩვენ, ის ადამიანები, ვინც ათი დღეა, მანდ ვათენ-ვაღამებთ სადღეღამისო რეჟიმში, ვხედავთ, რომ უამრავი მხარდამჭერი და თანამოაზრე გვყავს და მოტივაციას გვმატებს ეს.
შედეგი რა არიო.
რა არი და, 10 დღის წინ დაარჭვეს 148 ბოძი, მეორე დილით მავთულხლართები უნდა გაებათ და ვერ ბედავენ სამუშაოების დაწყებას, რადგან იქ უიარაღო ხალხი დგას და აპროტესტებს.
უკან გაიკეთეთ თქვენი "იიი, გაიქცნენ რუსები?" ლოგიკა.
დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მცოცავი ანექსია კიდევ ერთხელ გააპროტესტა. 200-მდე მანქანისგან შემდგარმა კოლონამ მსვლელობა ჯვრის მონასტრის ასახვევიდან დაიწყო და ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან დაასრულა. მსვლელობას სათავეში "ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა უდგას.