თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებული სხეული თურქეთიდან ჩემოდნებით, სავარაუდოდ, დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამოყენებით გაიტანეს.
დანაშაულში ბრალდებულებმა თურქეთი მკვლელობიდან სამ-ოთხ საათში დატოვეს და დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს.