"სამწუხაროდ, არჩევანის გაკეთება უნიათოებსა და ჯალათებს შორის გვიწევს... რა ვქნა უნიათოებს ვირჩევ" - დირიჟორი

წარმატებული ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე თავისი პოზიციის გულახდილად გამოხატვას არასოდეს ერიდება... ამჯერად იგი ამბობს, თუ რატომ არ სურს "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ხელისუფლებაში იხილოს და რატომ აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას".

"ყველაფერი რაც დღეს ხდება ახია "ქართულ ოცნებაზე"! 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს! აბსოლუტური უნიათობა და უპრინციპობა სუფევდა! ის ბევრი კარგი რამ, რაც ამ 6 წლის განმავლობაში გაკეთდა, მოსახლეობამ საერთოდ არც იცის! მათი პიარსამსახურები, რომლებიც ვალდებული არიანმოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ, განსაკუთრებით სამარცხვინოა და საერთოდ არც არსებობს!

ნაცმოძრაობა კი გამწარებულებია. მათი ხასიათი ყველამ კარგად ვიცით და მონაგონი იქნება ის კოშმარი, რაც მათი მმართველობის დროს იყო! მერწმუნეთ, ისინი კოჰაბიტაციას არ ისურვებენ! "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად გამოაცხადებენ და ნახევარ საქართველოს ფიზიკურად ამოჟუჟავენ!

ამიტომ როცა დღეს მკვლელებს და უნიათოს შორის მიწევს არჩევანის გაკეთება, რა ვქნა, უნიათოს ვირჩევ! ვისაც გვჯერა ერთმანეთის და ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ვისაც ოდნავ მაინც სიკეთის და ადამიანობის სწამს, მათ მივმართავ: მონაგონი იქნება ის საშინელება, რაც გაიარა მთელმა საქართველომ! ქვეყანა საბოლოოდ დაიღუპება!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" ჭიჭინაძემ.