"ამ საარჩევნოდ ყველა როგორ გალეიბორისტდით" - გუგავა საბანკო ვალების ჩამოწერაზე

ლეიბორისტი გიორგი გუგავა თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ხვალ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო.

"ამ საარჩევნოდ ყველა როგორ გალეიბორისტებულა. ძირს ბანკების დიქტატურა!" - წერს გუგავა.