ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ჭარბვალიანობასთან და საბანკო ვალდებულებების გამო ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.
„რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ისინი გამოთიშულნი არიან ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასის ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას.
დეტალები იქნება ხვალ ცნობილი და შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე. როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.